Saturday, March 22, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო ღღეს გავაკეთე საკუთარი პორტფოლიოს პრეზენტაცია, ასევე მოვისმინეთ ყველა მონაწილის პრეზენტაცია,შევაფასეთ  ნამუშევრები, მივეცით რჩევები და შენიშვნები ერთმანეთს.  საბოლლო სახით მოვათავსეთ ბლოგზე.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა  ჩვენს ტრენერს - ქალბატონ შორენას გაწეული შრომისთვის, რომლის დახმარებითაც ყველამ მივაღწიეთ გარკვეულ შედეგს

Saturday, March 15, 2014

მოსწავლის ნამუშევარი 
ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და გავამახვილეთ ყურადღება მრავალმხრივ ინტელექტზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალ;იან სასარგებლოა და გამოვიყენებ ჩემს პროექტზე მუშაობის პროცესში.

Saturday, March 8, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ შეფასების ნიმუშები. შემდეგ შევადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების და მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ კომენტარების კეთება,რაც კონკრეტული მიზნისთვის და ასევე ზოგადად ძალიან გამოსაყენებელია.

Sunday, March 2, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მეცადინეობის მეოთხე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.გავაკეთეთ პრეზენტაცია და ვისწავლეთ მისი ბლოგზე დადება. გავეცანით შეფასების ბევრ ფორმას და დავგეგმეთ საკუთარი პროექტებისს შეფასების ფორმები

Saturday, March 1, 2014

მეასმე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს, საგნის სტანდარტები და ინდიკატორები მოვარგე საკუთარ პროექტს,აქედან გამოვედით მიზნებზე, რასაც მოსწავლეები მიაღწევენ კონკრეტული პროექტის გაკეთების შემდეგ.ასევე, ვისწავლე თუ როგორ უნდა დავწერო ზოგადი, შინააარსობრივი და თემატური კითხვები, გავეცანი მათ ნიმუშებს და შეფასებებს და ამის შედეგად, ვფიქრობ, რომ სათანადოდ შევარჩიე კითხვები ჩემი პროექტისთვის.

გავაკეთე ბუკლეტი


მიმართულების მიმცემი კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ზოგადად, რატომ ვიკვლევთ ამა თუ იმ პრობლემ,ურ საკითხს?
თემატური კითხვები
რა უნდა გავაკეთოთ უარყოფითი რისკების თავიდან ასაცილებლად?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ფიზიკური აქტივობა არის მისაღები თინეიკერებისთვის სკოლის ფარგლებში?

Sunday, February 23, 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეორე დღეა.იდეები საკუთარ პროექტზე გაცილებით გამეზარდა, უკვე კონკრეტულად ვფიქრობ აქტივობის ფორმებზე,განსაკუთრებულად გამოვყოფდი დგეს ნანახ ნიმუშებს,ისინი ძალიან დამეხმარება ჩემი პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

Saturday, February 22, 2014

ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ ინფორმაციული იყო ჩემთვის. გავიგე თუ როგორია სწორი მიმართულება წარმატებული პროექტის შესაქმნელად, თუ როგორ უნდა დავგეგმო და განვახორციელო ისეთი პროექტი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ჩემი მოლოდინი ძალიან დიდია. მოუთმენლად ველოდები საუკეთესო შედეგის მიღწევას.